ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა ტელევიზია „ფორმულის” ეთერში გასულ „დროების” სიუჟეტში ისაუბრა.

სიუჟეტი სახელწოდებით „რა სჭირს ოპოზიციას” ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების პრობლემების განხილვას დაეთმო. გიორგი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიტიკური ელიტა საქართველოში ხშირად პარალელური მოლოდინების და აღქმების რეალობაში ცხოვრობს. მისი თქმით ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური. მელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური საკითხები მოსახლეობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

„დროება” გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემაა, რომელიც ეთერში ყოველი კვირის ბოლოს გადის და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაანალიზებას ემსახურება.