Europe-Georgia Institute

გიორგი მელაშვილი

რატომ არის უკრაინისადმი სოლიდარობა სწორი?

  1. როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, უკრაინელი მოხალისეები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთნ ერთად სისხლს ღვრიდნენ და იღუპებოდნენ.
  2. უკრაინა იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთიდან ქართველი დევნილების ევაკუაციაში ჩაერთო. 17 ვერტმფრენი, 291 აფრენა და გადარჩენილი 7 643 ქართველი.
  3. ვერტმფრენების მეორე ჯგუფი სვანეთის გავლით ფეხით მიმავალი დევნილებს საკვებით ამარაგებდა, რომ ეს ადამიანები შიმშილით არ დაღუპულიყვნენ.
  4. ვერტმფრენების გარდა, დევნილების გადარჩენაში ჩართული იყო ასევე უკრაინული გემები – ომის ქაოსის გამო, ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომელიც უკრაინელებმა გადაარჩინეს, არ ვიცით და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებთ.
  5. აგვისტოს ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გვერდით დადგა ომის ყველაზე მძიმე პერიოდში.
  6. უკრაინისა და საქართველოს ბედი გადაჯაჭვულია – მისი, როგორც სახელმწიფოს გადარჩენა და გაძლიერება პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენასა და დეოკუპაციასთან.

დღეს უკრაინისადმი სოლიდარობა არის უბრალოდ ღირსების საკითხი – ან გაქვს, ან არ გაქვს.

Copyright 2022 © George Melashvili

Proudly powered by WordPress