რატომ არის უკრაინისადმი სოლიდარობა სწორი?
- როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, უკრაინელი მოხალისეები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთნ ერთად სისხლს ღვრიდნენ და იღუპებოდნენ.
- უკრაინა იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთიდან ქართველი დევნილების ევაკუაციაში ჩაერთო. 17 ვერტმფრენი, 291 აფრენა და გადარჩენილი 7 643 ქართველი.
- ვერტმფრენების მეორე ჯგუფი სვანეთის გავლით ფეხით მიმავალი დევნილებს საკვებით ამარაგებდა, რომ ეს ადამიანები შიმშილით არ დაღუპულიყვნენ.
- ვერტმფრენების გარდა, დევნილების გადარჩენაში ჩართული იყო ასევე უკრაინული გემები – ომის ქაოსის გამო, ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომელიც უკრაინელებმა გადაარჩინეს, არ ვიცით და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებთ.
- აგვისტოს ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გვერდით დადგა ომის ყველაზე მძიმე პერიოდში.
- უკრაინისა და საქართველოს ბედი გადაჯაჭვულია – მისი, როგორც სახელმწიფოს გადარჩენა და გაძლიერება პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენასა და დეოკუპაციასთან.
დღეს უკრაინისადმი სოლიდარობა არის უბრალოდ ღირსების საკითხი – ან გაქვს, ან არ გაქვს.